გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესი გამოიწვია
გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მეწყრული პროცესი გამოიწვია, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა. სტიქიის ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.