სამეგრელოში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძმები - ერთი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო მეორე მუქარის ბრალდებით დააკავა
სამეგრელოში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძმები - ერთი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო მეორე მუქარის ბრალდებით დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელი დაჭრა. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები, ცივი იარაღისა და სანადირო თოფის დემონსტრირებით ადგილობრივებს მოკვლით დაემუქრნენ. ორივე ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.