ფუტსალის ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ ფინალურ სერიაში მეორე თამაშიც მოიგო
ფუტსალის ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ ფინალურ სერიაში მეორე თამაშიც მოიგო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა პე-ეს-პეს ანგარიშით 4:2 აჯობა. გამარჯვებულთა გუნდიდან დუბლი კეკელიამ შეასრულა, თითო გოლი კი გაბრიჩიძის და ხეჩიკაშვილის ანგარიშზეა. ფინალური სერია რომელიმე გუნდის სამ მოგებამდე გაგრძელდება. მესამე მატჩი 11 ივნისს, 18:00 საათზე დაიწყება.