ლევილის მამულში ქართული ფესტივალი გრძელდება
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის მხარდაჭერით ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი გრძელდება. ორი საფესტივალო კვირის შემდეგ ღონისძიება სტუმრებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროგრამით დახვდა. შეგახსენებთ, ფესტივალი, რომელიც ქართულ ხელოვნებას, კულტურასა და სპორტს ეძღვნება, ლევილის მამულში მეორედ იმართება. ქართული ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები 14 ივლისამდე, ყოველ შაბათ-კვირას, გაიმართება. მათზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.