ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით შეერთებულ შტატებში აქცია გაიმართა
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით შეერთებულ შტატებში აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ვაშინგტონში თეთრი სახლის წინ შეიკრიბნენ. მათ ხელში პლაკატები ეკავათ წარწერით: „შეაჩერე გენოციდი“ და „შეაჩერე სამხედრო დახმარება ისრაელისთვის“. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ ბაიდენს მიმართეს და მოუწოდეს იმუშაოს ცეცხლის შეწყვეტაზე და არ დაუჭიროს მხარი ისრაელს. პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა კანადაში. აქციის მონაწილეები ტორონტოში შეერთებული შტატების საკონსულოსთან შეიკრიბნენ. დემონსტრაცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.