თესეუსთან აქციებს რადიკალური ოპოზიცია გეგმავს
ის, რომ თესეუსთან აქციებს რადიკალური ოპოზიცია გეგმავს, ქრონიკის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ვიდეოშიც ჩანს. დროა გირჩის ერთერთი წევრი, ნათია ლეთოდიანი, თესეუსთან იმყოფება და ანგარიშს აბარებს ელენე ხოშტარიას, ზურა ჯაფარიძეს და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს. ლეთოდიანი წუხს, რომ თესეუსთან პრემიერის ლექციის პარალელურად, ცოტა ადმიანი შეიკრიბა. ჩვენს მიერ მოპოვებული მიმოწერა კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ თესეუსთან აქციებს არა ახალგაზრდები, არამედ რადიკალური ოპოზიციური პარტიები აორგანიზებენ. ქრონიკა ლეთოდიანს დაუკავშირდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.