დასავლეთის ვაჭრობა რუსეთთან
როგორ მოხდა, რომ მსოფლიოში ერთერთ ყველაზე სანქცირებულ ქვეყანას, ეკონომიკური ზრდა აქვს? საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკა იზრდება. ბიბისის ჟურნალისტის ცნობით, რუსეთმა შეზღუდვების დაწესების შემდეგ ახალი ბაზრების ათვისება დაიწყო. მაგალითად, ნავთობის ექსპორტი ევროპის ნაცვლად ჩინეთსა და ინდოეთისკენ მიმართა. არის კიდევ ერთი დეტალი, ასობით ევროპული თუ ამერიკული კომპანია, რუსულ ბაზარზე ამ დრომდე რჩება.