საქართველო-ამერიკის ურთიერთობები და შტატების გადაწყვეტილება
გამოცემა „ ამერიკან კონსერვატივი „ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით - ამერიკული ამპარტავნული იმპერიალიზმი სრულად წარმოჩინდა თბილისთან მიმართებაში. როგორც პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ყოფილი სპეციალური თანაშემწის, დაგ ბენდოუს პუბლიკაციაშია ნათქვამი, საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლება არ დაემორჩილა გარე ინსტრუქციას, გამჭვირვალობის კანონი უკან გაეწვია, რის გამოც ბაიდენის ადმინისტრაციამ ზეწოლის გაძლიერება გადაწყვიტა.