ლიონელ მესის რეკორდი
ემ ელ ესის მე-18 ტურში მორიგი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა ლიონელ მესიმ. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გოლის გატანა შეძლო, ასევე საგოლე გადაცემაც მიითვალა და „ინტერ მაიამის“ ისტორიაში შევიდა. მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამერიკულ კლუბში 25 გოლის გატანა ყველაზე სწრაფად შეძლო, არგენტინელს ამისთვის 29 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.