უკრაინის გენშტაბის ცნობით ქვეყნის საზღვაო ძალებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეზე იერიშები მიიტანეს
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის საზღვაო ძალებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეზე იერიშები მიიტანეს. დარტყმების სამიზნე პორტში მდებარე ნავთობტერმინალები და საბორნე გადასასვლელები იყო. გენშტაბის მტკიცებით, იერიშები „ნეპტუნის“ ტიპის უკრაინული რაკეტებითა და დრონებით განახორციელეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ უკრაინის სარაკეტო და დრონებით თავდასხმა მოიგერიეს.