ფონდი "ფეა თრიიზი" ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებს
ფონდი "ფეა თრიიზი" ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებს. მიზეზად კი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას ასახელებენ. ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ "ფეა თრიიზის" ექვსკაციანი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს, რომლის თავმჯდომარე პარტია "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. მას შემდეგ , რაც ეს ინფორმაცია “იმედინიუსმა” გამოაქვეყნა ფონდის ვებ გვერდიდან ბადრი ჯაფარიძის ფოტო გაქრა.