მსახიობების ნაწილის პროტესტი
თუმანიშვილის თეატრის მსახიობი, თემურ გვალია სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ „მარჯანიშვილის თეატრში" გაიმართა "მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში დადგმული სპექტაკლის "მეფე ლირის ჩვენება. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, კი მსახიობებმა გამჭვირვალობის კანონ პროექტი გააპროტესტეს. როგორც მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, ეს იყო ამ სპექტაკლის მონაწილეების ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რომელსაც თეატრის გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და არ ემხრობა. მსახიობი აღნიშნავს, რომ პროტესტის ინიციატორებად მთლიანად მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრს მოიხსენიებენ, რაც არის ტყუილი და დეზინფორმაცია