გერმანიის მთავრობა ბავშვთა პორნოგრაფიაზე კანონებს ამსუბუქებს
გერმანიის მთავრობა ბავშვთა პორნოგრაფიაზე კანონებს ამსუბუქებს. მედიის ინფორმაციით, გერმანიის საკანონმდებლო ორგანომ წარადგინა კანონპროექტი, რომლითაც ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობა მძიმე დანაშაულად აღარ ჩაითვლება. კანონპროექტის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილება აუცილებელია, რადგან არასრულწლოვანებს, პორნოგრაფიული შინაარსის სურათების ფლობისთვის მძიმე ბრალდება ემუქრებათ. ასევე, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დამნაშავეები, როგორც წესი, მოზარდების განვითარების სტადიისთვის დამახასიათებელი მოტივებით მოქმედებენ, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა ან შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი.