გამოცემა ესპანეთში
ესპანეთში ლგბტ იესოს შესახებ საბავშვო წიგნი გამოიცა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური სააგენტო „ინფო ვატიკანა“ ავრცელებს. სტატიაში ვხვდებით ილუსტრაციებს პატარა იესოს გამოსახულებით, რომელსაც ხელში ლგბტ თემის დროშები უჭირავს. ავტორის თქმით, ამ ნაშრომით მას სურდა მსოფლიოში ჰომოფობიის პრობლემაზე ლაპარაკი. ესპანურმა ქრისტიან იურისტთა ფონდმა წიგნის ავტორისა და გამომცემლის წინააღმდეგ ვალენსიის სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმ შესაძლო დანაშაულის გამო, რაც დისკრიმინაციას, სიძულვილის ენას და სექსუალურ პროვოკაციას გულისხმობს.