იემენელი ჰუსიტების თავდასხმა გემზე
იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვაში კიდევ ერთ გემს დაესხნენ თავს. პანამის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობის ტანკერს მათ გემ საწინააღმდეგო რაკეტა ესროლეს. ამერიკის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეკიპაჟმა კურსის შენარჩუნება და გზის გაგრძელება შეძლო.