რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა
რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ცნობით, დრონებით იერიში მიიტანეს პორტსა და ნავთობბაზაზე. რასაც ხანძარი მოჰყვა. გავრცელებული ცნობით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა 25 დრონი და 33 აფეთქება დათვალეს. მოსახლეობას სახლიდან გამოსვლისაგან თავის შეკავებას ურჩევენ.