რუსული ნავთობი ევროკავშირში
გამოცემა “პოლიტიკო” წერს, რომ რუსული ნავთობი ევროკავშირში სანქციების გვერდის ავლით ხვდება. სტატიაში ნათქვამია, რომ ბოლო დროს ჩატარებული კვლევების მიხედვით რუსული ნავთობის ექსპორტს საბერძნეთი ახორციელებს, თუმცა ათენი ირწმუნება რომ ევროკავშირის სანქციებს არ არღვევს და საბერძნეთში რუსული მარკირებით ნავთობპროდუქტები არ შედის.