ნიდერლანდის პოლიციამ ამსტერდამის უნივერსიტეტში პალესტინის მხარდამჭერი სტუდენტების აქცია დაშალა
ნიდერლანდის პოლიციამ ამსტერდამის უნივერსიტეტში პალესტინის მხარდამჭერი სტუდენტების აქცია დაშალა. სტუდენტები ღაზის სექტორში ისრაელის არმიის სამხედრო ოპერაციისა და რაფაჰის დაბომბვის შეწყვეტას მოითხოვდნენ. დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც სტუდენტებმა დაშლაზე უარი განაცხადეს. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასარბევად ხელკეტები გამოიყენა და რამდენიმე სტუდენტი დააკავა.