ჯეფრისი: რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს
წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერის განცხადებით, რუსეთთან ომში უკრაინის მარცხის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს მოსკოვთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება მოუწევს. ჰაკიმ ჯეფრისის თქმით, კიევისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა, უფრო ფართომასშტაბიანი ომის პრევენციის მიზნით, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. დემოკრატი ლიდერი განმარტავს, რომ უკრაინის დაცემის შემთხვევაში ვაშინგტონს არამხოლოდ ფულით, არამედ საკუთარი სამხედრო პერსონალით მოუწევს ომში ჩაბმა.