ქრთამის აღებაში ბრალდებული კონგრესმენი
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ამერიკელ კონგრესმენს, ჰენრი კუელარს და მის მეუღლეს აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანიისა და მექსიკური ბანკისაგან 600 ათასის ოდენობით ქრთამის მიღების საქმეში ოფიციალურად წაუყენა ბრალი. იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქმე ეხება 2014-2021 ი წლების პერიოდს. გამოძიების მიხედვით, ფულის სანაცვლოდ ამერიკელი კონგრესმენი დათანხმდა გავლენა მოეხდინა შტატების საგარეო პოლიტიკაზე აზერბაიჯანის სასარგებლოდ და ასევე წინ წაეწია გადაწყვეტილებები, რომლებიც სარგებელს მოუტანდა მექსიკურ ბანკს. ტეხასელ დემოკრატ კონგრესმენს და მისი მეუღლეს ჰიუსტონის სასამართლომ გირაო შეუფარდა. თუ მათ დამნაშავედ ცნობენ, კონგრესმენს და მის მეუღლეს რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თავად ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ აცხადებენ