„საქართველოს კანონი უცხოური გავლენის შესახებ გონივრულია“
„უცხოური გავლენის შესახებ ქართული კანონი გონივრულია“ - ამ სათაურით სტატიას გამოცემა „ამერიკელი კონსერვატორები“ ავრცელებს. სტატიის ავტორი ჰელენ ენდრიუსი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონპროექტი გააკრიტიკა. ავტორისთვის კი გაუგებარია - რატომ ეწინააღმდეგება შტატები გამჭვირვალობას, და რატომ ცდილობს აიძულოს საქართველო უარი თქვას მასზე. სტატიის ავტორი ყურადღებას იმაზეც ამახვილებს რომ კანონი არ არის პრორუსული, ქართული ოცნება კი პრაგმატული ძალაა, რომელიც პატარა ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებას ცდილობს. გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები არ შემოიფარგლებიან ჰუმანიტარული საქმიანობით და რომ ბევრი მათგანი პარტიულ საქმიანობას ეწევა
