დიდი შაბათი და სააღდგომო ლიტურგია
დიდი შაბათი ასრულებს ვნების კვირეულს და აღდგომის დასაწყისად მიიჩნევა. დღეს მართლმადიდებლური ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას იხსენებს. დიდ შაბათს ტაძრებში განსაკუთრებული მსახურება ტარდება. ეკლესიებში უკვე შესრულდა გარდამოხსნის შემოტარების წესი. რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიას - ის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში დღეს 23:00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად წაიკითხავენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ეპისტოლეს