პროტესტი და დაკავებები აშშ-ში
შეერთებულ შტატებში პროპალესტინურ სტუდენტურ მოძრაობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება გრძელდება. არეულობასა და დაკავებებში გადაიზარდა ორეგონის შტატის ქალაქ პორტლანდის უნივერსიტეტის წინ პოლიციის მიერ კარვების ბანაკის მოშლის მცდელობა. სამართალდამცველებმა ათობით სტუდენტი დააკავეს. 200-ზე მეტი სტუდენტი და სასწავლებლის თანამშრომელია დაკავებული კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში. კარვების დაშლისას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაციები უკვე ორი კვირაა იმართება.