ლგბტ პროპაგანდა - სახალხო განხილვა
საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ დასავლეთ საქართველოს ექვს ქალაქში საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა დაასრულა. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დღეს, მესტიაში განიხილეს. საყოველთაო სახალხო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა