რეზოლუცია ლობისტური გავლენით
ევროპარლამენტის ამავე რეზოლუციას სხვა პრობლემაც აქვს. საბოლოო ვერსიაში აფხაზეთი აღარ გვხვდება, თუმცა გვხვდება სააკაშვილის გათავისუფლების და ასევე, ყველა ის მოთხოვნა, რომელთაც საქართველოში ნაც. მოძრაობა თანამოაზრეებთან ერთად აყენებს. ავტორები მედიასთან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან ერთად გამოჩნდნენ და გიული ალასანიას მადლობაც დაიმსახურეს. ოპოზიცია ცდილობს, განაჩენად წარმოაჩინოს შესწორება ვიზალიბერალიზაციის შესახებ, თუმცა ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირის გადაწყვეტილებებს არ განსაზღვრავს და არც სავალდებულოა. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო ევროკომისიაა. ევროპარლამენტის არსებული შემადგენლობა კი ივნისში შეიცვლება, არჩევნები 6-9 ივნისს იგეგმება.

სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები