ქართველი მოკრივეები ევროპის ჩემპიონატზე
სერბეთში მიმდინარე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას მეორე გარანტირებული მედალი ესკერხან მადიევმა მოუტანა. 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან აზერბაიჯანელი სარხან ალიევი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ, ბრინჯაოს პრიზიორობა გაინაღდა. ანალოგიურ შედეგს მიაღწია 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა გურულმა, რომელიც საუკეთესო ოთხეულშია. ორივე ქართველი მოკრივე ნახევარფინალურ ბრძოლას დღეს ჩაატარებს.
