კიტეიშვილის გოლი
ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის „შტურმმა“, სადაც ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, ვენის „რაპიდი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი გაიტანა. 28 წლის ნახევარმცველმა 44-ე წუთზე მარცხენა ფეხით გოლი მიითვალა. მან მოედანზე 71 წუთი გაატარა. კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი და ასევე რვაჯერ საგოლე პასი გააკეთა.