„აღმოაჩინე ჩეხური კინომემკვიდრეობა“
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და ჩეხეთის კინოარქივის თანამშრომლობით, 25-28 აპრილს ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიმართება ჩეხური ფილმების ჩვენება - „აღმოაჩინე ჩეხური კინომემკვიდრეობა“. 4 დღის განმავლობაში ქართველი მაყურებელი 1929-1977 წლებში შექმნილ ჩეხურ მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებს იხილავს.