ლურჯი მოცვის ფორუმი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამინისტროს ორგანიზებით და „საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით გამართული ლურჯი მოცვის ფორუმი გახსნა. ფორუმის ფარგლებში თემატური დისკუსიის ფორმატით მსჯელობა გაიმართა სახელმწიფოს მხრიდან არსებულ მხარდამჭერ პროგრამებზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბაღების გაშენების მნიშვნელობაზე, მოცვის ინდუსტრიაში ასოციაციის როლზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.