შერმადინის წარმატებული მატჩი
მორიგი შედეგიანი თამაში ჩაატარა გიორგი შერმადინმა. ესპანეთის ლიგა ენდესას 29-ე ტურში ქართველი კალათბურთელის „ლენოვო ტენერიფე“ „ბილბაოს“ შეხვდა და დამაჯერებლად, 101:84 გაიმარჯვა. შერმადინმა 22 წუთი ითამაშა, რა დროშიც 23 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 35 წლის ცენტრმა 9-დან 8 ორ ქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. სარგებლიანობის კოეფიციენტი 43 ჰქონდა და მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.