მოთხოვნები არგუმენტების გარეშე
გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელოვანების ნაწილი ისევ აპროტესტებს. თუმცა კონკრეტულ არგუმენტებზე ვერ საუბრობენ. პროტესტს ამჯერად მოძრაობის თეატრი და სამეფო უბნის თეატრი შეუერთდა. კანონს აპროტესტებს ლელა წურწუმიაც. მომღერალი „ქრონიკის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. კანონის წინააღმდეგ პროტესტი ისევ გამოთქვა მოცეკვავე თეა დარჩიამ, თუმცა ამ შემთხვევაში ამბობს, რომ გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტი წაიკითხა და არ მოსწონს. დარჩია „ქრონიკის“ მიერ დასმულმა შეკითხვებმა გააღიზიანა