თავდასხმას „ჰამასის“ლიდერის შვილები და შვილიშვილები ემსხვერპლნენ
ღაზაში ისრაელის ავიადარტყმას „ჰამასის“ლიდერის, ისმაილ ჰანიეს 3 შვილი და 4 შვილიშვილი ემსხვერპლა. „სიენენის“ ინფორმაციით, „ცახალის“ სამიზნე ავტომობილი გახდა, რომლითაც ჰანიეს ოჯახის წევრები გადაადგილდებოდნენ. საჰაერო დარტყმა შათის ლტოლვილთა ბანაკის ტერიტორიაზე განხორციელდა.