რობერტ კობლიაშვილის წარმატება
30 წლის რობერტ კობლიაშვილი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების პირველი წევრი გახდა, რომელმაც პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. კობლიაშვილმა წარმატებას ბაქოში მიმდინარე სალიცენზიო ტურნირზე მიაღწია, სადაც 3 გამარჯვება იზეიმა.