თავდასხმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
რუსეთში, სამარის ოლქში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ოლქის გუბერნატორის, ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით სიზრანისა და ნოვო კუიბიშევსკის საწარმოებს დაარტყეს, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა