იერიში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე
სამ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელთაც უკრაინელები დრონებით დაესხნენ თავს, რუსეთის ნავთობგადამუშავების 12%-ი მოდის. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს. საუბარია რიაზანის, ნოვოშახტინსკისა და კსტოვოს ქარხნებზე, რომლებიც თავდასხმების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. როგორც „ბლუმბერგი“ იტყობინება, დრონებით თავდასხმა უკრაინამ აღმოსავლეთის ფრონტზე ვითარების გაუარესების გამო გაააქტიურა. ამ გზით კიევი რუსული ნავთობის ექსპორტის შეფერხებას და უკრაინაში მყოფი რუსული სამხედრო ნაწილების საწვავის გარეშე დატოვებას ცდილობს.