შეტევა ცესკოზე
ცენტრალური საარჩევნო კომიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა შაბათის „ქრონიკაში“ ისაუბრა, როგორ ცდილობენ ცესკოს დისკრედიტაციას. კალანდარიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაკავშირება მმართველ პარტიასთან უარგუმენტოა, რადგან მისი თქმით, კომისიები 17 წევრისგან შედგება და ადმინისტრაციაში გადაწყვეტილებები არა თავმჯდომარის მიერ, არამედ ხმათა უმრავლესობით მიიღება.