ერდოღანი ზელენსკის შეხვედრა
თურქეთი მზად არის უმასპინძლოს „მშვიდობის სამიტს“ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის’’. განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ერდოღანის თქმით, მან ზელენსკის გაუზიარა მოსაზრება რუსეთ უკრაინის ომთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მდგრადი მშვიდობის დამყარებას. „მშვიდობის სამიტში“ რუსეთის მონაწილეობას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინა და პარტნიორები, სამიტზე რუსეთის წარმომადგენელთა დასწრებას არ განიხილავენ