ზელენსკი სამხედრო დახმარებას ითხოვს
3 მარტის ღამეს უკრაინის რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა. საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს დნეპრზე. აფეთებების ხმა ისმოდა დროებით ოკუპირებულ ფეოდოსიაშიც. ვცელდება ცნობები ნავთობ ბაზაში ხანძრისა და ყირიმის ხიდის ჩაკეტვის შესახებ. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ „ტელეგრამ“ არხებით გავრცელებული ცნობით უკრაინულმა ძალებმა ყირიმზე იერიში მიიტანეს, რომლის დროსაც რუსულმა არმიამ 38 დრონი გაანადგურა. სისტემატურად იბობმება სუმის ოლქი. რეგიონზე ოკუპანტებმა 17 იერიში მიიტანეს, დაფიქსირდა 60-ზე მეტი აფეთქება. კიევი რუსული აგრესიის მოგერიებისთვის შეიარაღებას ითხოვს.