თელავის სალოტბარო სკოლას კეთილმოწყობილი სივრცე გადაეცა
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თელავის სალოტბარო სკოლას ვაჟა ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში კეთილმოწყობილი სამუშაო სივრცე დაეთმო. ახალი სამუშაო გარემო მინისტრმა თეა წულუკიანმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორ გიორგი დონაძესთან ერთად მოინახულა. თეა წულუკიანი პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდა, მოისმინა ახალგაზრდების მიერ შესრულებული მრავალ ხმიანობის საუკეთესო ნიმუშები