ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი კარატეში
კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი „თბილისი არენას“ დარბაზში სპორტულ კარატეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრო. მინისტრმა გულშემატკივარს სიტყვით მიმართა. ცერემონიას ასევე ესწრებოდა მსოფლიოსა და ევროპის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი. ღონისძიებაზე შედგა ლეგენდარული ქართველი კარატისტის გოგიტა არქანიას სპორტიდან გაცილება, რომელმაც კარიერა 39 წლის ასაკში დაასრულა. ტურნირზე ჯამში 49 ქვეყნის ათას 200-მდე კარატისტი გამოვა