უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის, „ბიგუს ინფოს“ თვალთვალთან დაკავშირებული შეცდომა აღიარა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის, „ბიგუს ინფოს“ თვალთვალთან დაკავშირებული შეცდომა აღიარა. პასუხისმგებლობა ვასილი მალიუკმა უწყების ცალკეულ თანამშრომლებს დააკისრა და განაცხადა, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ უწყების არალეგალურ ქმედებებზე გამოძიება დაიწყო.