ეროსი მანჯგალაძისადმი მიძღვნილი საღამო
სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი დაესწრო. საღამოზე გაცოცხლდა ეროსი მანჯგალაძის შემოქმედების ამსახველი საარქივო მასალა, მისი ცხოვრებისეული ეპიზოდები. მსახიობის ფილმებიდან და სპექტაკლებიდან სიმღერები შეასრულეს „თეატრალურის კვარტეტმა“ და ნეკა სებისკვერაძემ.