ე.წ ქოლცენტრების საქმე - 7 დაკავებული
საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას „ევროჯასტთან“ და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლცენტრების გამოვლენის მიზნით. ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 3 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ, თაღლითური ქოლცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა.
