ავიაიერიში იემენელ ჰუსიტებზე
ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა ირანის მიერ მხარდაჭერილ იემენელ ჰუსიტებზე ხომალდებითა და ავიაგამანადგურებლებით ერთობლივი იერიშები მიიტანეს. დარტყმების სამიზნე სულ მცირე 36 ობიექტი იყო. ამერიკის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დარტყმებამდე, თავდაცვის მიზნით იერიში მიიტანეს ჰუსიტების ექვს ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტაზეც, რომლებიც გასაშვებად იყო მზად. მათივე თქმით, ეს რაკეტები საფრთხეს უქმნიდა როგორც ამერიკის საზღვაო ძალებს, ისე სავაჭრო ხომალდებს.