სპეცოპერაცია იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე
სამოქალაქო და სამედიცინო ფორმიანმა ისრაელელმა სამხედროებმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე საავადმყოფოში სპეცოპერაცია ჩაატარეს. ცახალის ცნობით, ქალაქ ჯენინის სამედიცინო დაწესებულებაში პალესტინელი რადიკალები იმალებოდნენ და თავდასხმას ამზადებდნენ. ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ტერაქტის აღკვეთის მიზნით, 3 პალესტინელი მებრძოლის ლიკვიდაცია მოხდა. BBC-ის ცნობით, ლიკვიდირებულ პირებს შორის 1 დაჯგუფება „ჰამასის“, 2 კი ისლამური ჯიჰადის წევრი იყო.