ანალიტიკური სტატია
ზელენსკი დიდ რისკზე მიდის იმისათვის, რომ ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანოს და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პოზიციები შეინარჩუნოს. ამერიკული გამოცემა „ტაიმი“ ანალიტიკურ სტატიაში წერს, რომ ზელენსკი მზად არის ვითარების ესკალაციისთვის უფრო აგრესიულად შეუტიოს რუსეთს, მიიტანოს იერიშები რუსეთის ტერიტორიასა და ოკუპირებულ ყირიმზე, დაარტყას რუსეთის ნავთობისა და მარცვლეულის ობიექტებს შავ ზღვაში, მოაწყოს თავდასხმები რუს პოლიტიკოსებზე. ანალიტიკოსი იან ბრემერი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ ყოველი ასეთი თავდასხმა პუტინის შურისძიების რისკს ზრდის და ომში NATO-ს უშუალო ჩართვას არ გამორიცხავს. „ტაიმი“ წერს, რომ რუსეთს და NATO-ს ომის გაფართოება არ სურთ, თუმცა ზელენსკის არაპროგნოზირებადი ქმედებები ესკალაციის რისკს ზრდის.