ვოლოდიმირ ზელენსკის ლტოლვილების დასახმარებლად გაცემული თანხის გაკონტროლება სურს
ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპის ქვეყნების მიერ საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გაცემული თანხის გაკონტროლება სურს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკეთესი იქნება, თუკი უცხო ქვეყნები ომისგან გაქცეული უკრაინელების დასახმარებელ თანხას უკრაინის ბიუჯეტს გადასცემენ, შემდეგ კი კიევი თავად გადაწყვეტს, როგორ გაუნაწილოს ის ლტოლვილებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს განცხადება გერმანულ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს გააკეთა.