ტყის ეროვნული აღრიცხვა და ინვენტარიზაცია
ტყეებში არსებული მდგომარეობის შესახებ ზუსტი მონაცემებისა და ინფორმაციის მიღების მიზნით, საქართველოში პირველად ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვა და ინვენტარიზაცია. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც საერთაშორისო, ისე ქართველი ექსპერტები. ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები, ქვეყნის მასშტაბით, 2019-2021 წლებში განხორციელდა, ხოლო 2022-2023 წლებში, საველე სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემები დამუშავდა და მომზადდა შესაბამისი ანგარიში და რეკომენდაციები.