გამოსახლების საქმეზე დაკავებულები
პროკურატურა მზად არის კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულების მიმართ პატიმრობის მოთხოვნა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვალოს. სახელმწიფო ბრალდება რამდენიმე პირობას ასახელებს, მათ შორის ბრალის აღიარებას და ზიანის სრულად ანაზღაურებას. ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებულები აღსრულების ეროვნული ბიუროს მანქანის დაზიანების ხარჯების ანაზღაურებისთვის მზად არიან. აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასია გასულ კვირას კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. გამოძიება ჯუფურად ნივთის დაზიანებისა ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს და ითვალისწინებს პატიმრობას 3-დან 6 წლამდე ვადით.