თანამშრომლობის მემორანდუმი
ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტში, მხარეთა 5-წლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროებია გათვალისწინებული. მემორანდუმი მიზნად ისახავს დაავადებათა ზედამხედველობის არსებული სისტემების გაუმჯობესებას, ინფექციური დაავადებების პრევენციის, დროული აღმოჩენისა და რეაგირების მიზნით, ძალისხმევის გააქტიურებას, ტექნიკური დახმარების გაწევას საბაზისო/სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის. სამმხრივ მემორანდუმს ხელი ზურაბ აზარაშვილმა, ოთარ შამუგიამ და კაილა ლასერსონმა მოაწერეს.